პეტრე (სვიმონ) II (689–720) (ცოლოსანი 647–720 წწ.)[f]
თალალე (720–731)
მამაჲ (731–744)
იოანე III (744–760), ანტიოქიაში უკანასკნელად ნაკურთხი.
გრიგოლ II (760–767)
სარმეანე (767–774)
მიქელ II (774–780)
სამოელ VII (780–790); წმ. აბოს ცხოვრების აღწერის ინიციატორი.
კირილე (791–802)
გრიგოლ III (802–814)
სამოელ VIII (814–826)
გიორგი II (826–838)
გაბრიელ II (838–860). ამის დროს, 843–859 წწ. ეფრემ მაწყვერელ ეპისკოპოსის მეცადინეობით მირონის კურთხევა ქართლს განაწესა.
არსენ I (860–887)
ევსუქი (887–908)
კლიმენტოს (908–914)
ბასილი II (914–930)
მიქელ III (930–944)
დავით I (944–955)
არსენ II (955–980). ქართველი წმინდანების ცხოვრების აღმწერი.
ოქროპირ (იოანე) I (980–1001)
სვიმონ III (1001–1012)
1010–1029 წწ. – სვეტიცხოვლის „მესამე აღმშენებლობა“. ხუროთმოძღვარი არსუკისძე.
სვეტიცხოვლის გეგმა.
სვეტიცხოვლის გარე ფასადის გეგმა.
მცხეთა, სვეტიცხოველი. სიგანეზე განაკვეთი აღმოსავლეთისაკენ. დაზომილი და შესრულებული ხუროთმოძღვრების ლ. რჩეულიშვილისა და ნ. ჩუბინაშვილის მიერ ხურ. ნ. სევეროვის ხელმძღვანელობით.
სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი.
სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ არსუკისძის გონიოიანი ხელის რელიეფი წარწერით: „ჴელი მონისა არსუკისძისაჲ“.
ევდემოზ I დიასამიძე (1630–1637); როსტომ მეფემ მუსლიმანობის წინააღმდეგობისათვის კლდეზე გადააგდებინა.
ქრისტეფორე II ურდუბეგის ძე ამილახორი (1638–1660)
დომენტი II ქაიხოსროს ძე, მუხრანბატონი (1660–1676). ამან განაახლა და სამრეკლო აუშენა ანჩისხატის ეკლესიას და სოფელ ჭალიდან გადმოასვენა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – პირი ღვთისა.
ნიკოლოზ VI იოთამის ძე ამილახორის შვილი (1678–1688, 1691–1696) (მოადგილე კათოლიკოსისა). წინარეხის მაღალაანთ ეკლესიის განმაახლებელი.
იოანე VII დიასამიძე (1688–1691, 1696–1700)
ევდემოზ II დიასამიძე (1701–1705)
დომენტი III, ლეონ ბატონიშვილის ძე (1705–1725, 1739–1741). ამან, 1725 წ. 21 თებ.–1739 წ. 27 დეკ-მდე, 14 წელიწადი ოსმალეთის ტყვეობაში გაატარა. ქართველ წმიდანთა ცხოვრება შეადგინა.
ბესარიონ ორბელიანი (ორბელიშვილი) (1725–1737); „გრდემლის“ ავტორი.
კირილე (1737–1739)
ნიკოლოზ VII ხერხეულიძე (1741–1744). მოკლა ტარიელ თაზიშვილმა.
ანტონ I დიდი, იესე მეფის ძე (1744–1755, 1764–1788). ფილოსოფოს-მენციერი.
1811 წ. – რუსული საიმპერიო ხელისუფლება აუქმებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ავტოკეფალიას და უმორჩილებს მას რუსეთის უმაღლეს სინოდს. კათოლიკოსი ანტონ II ნიჟნი ნოვგოროდს გადაასახლეს. ამიერიდან ქართულ ეკლესიას განაგებენ რუსი ეკზარხოსები.[14]
1919 წლის 7 ოქტომბერი — 1921 წლის 14 ოქტომბერი[ab]
დანართი 5 სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები ავტოკეფალიის აღდგენიდან[28]
• კირიონ III (საძაგლიშვილი)
(1917–1918)
• ლეონიდე (ოქროპირიძე)
(1919–1921)
• ამბროსი (ხელაია)
(1921–1927)
• ქრისტეფორე III (ციცქშვილი)
(1927–1932)
• კალისტრატე (ცინცაძე)
(1932–1952)
• მელქისედეკ III (ფხალაძე)
(1952–1960)
• ეფრემ II (სიდამონიძე)
(1960–1972)
• დავით VI (დევდარიანი)
(1972–1977)
• ილია II (შიოლაშვილი)
(1977 წლიდან)
შენიშვნების სია
^ abcdefდა დაიპყრა ადერკიმ ყოველი საქართველო და შეირთო ასული სომეხთა მეფისა. ხოლო ამის მეფობისა პირველსა წელსა იშვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და მოვიდა ამბავი, ვითარ შევიდნენ სპარსნი იერუსალიმს მოტყვენვად და შეწუხდნენ ურიანი მცხეთელნი; არამედ კვალად მოვიდა ამბავი არა მოტყვენვად, არამედ ყრმისა ახალშობილისა თაყვანისცემად. შემდგომად მეოცდაათესა წელსა მოითხოეს მცხეთელთა ურიათა იერუსალიმითგან განკითხვისა და ჯვარ-ცმისათვის იესოს ქრისტესა. ხოლო წარვიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოს კარსნელი ურიანი და ამათ მოიღეს კვართი უფლისა მცხეთას. და კვალად ოცდა-მეთვრამეტესა წელსა მოვიდნენ მოციქულნი ანდრია პირველწოდებული და სვიმონ კანანელი. ანდრიამ მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა. ხოლო სვიმონ მოკვდა მუნ და დაფლეს ნიკოფსიას. ჰსცნა რა ადერკიმ, შერისხნა ერისთავსა კლარჯეთისასა მშვიდობით განტევებისათვის ანდრიასსა.[5]
^წმ. ნინომ, ჯერ ისევ 14 წლის ყრმამ, გადასწყვიტა წამოსულიყო ქართლში ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად.[7]
^და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა ღმრთისათა ქართლს მოსლვითგან[b] მისით ოცდამეხუთმეტესა წელსა და ქრისტჱეს ამაღლებიდგან სამას ოცდათურამეტსა წელსა, დასაბამითგან ხუთ ათას რვაას ოცდათურამეტსა წელსა.[8]
^მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, ღვთისმეტყველთა თანახმად, ამაღლდა 30 წლის 18 მაისს, ხუთშაბათს.[10]
^ამაზე იხილე დავ. ქარიჭაშვილის წერილი: „ვინ იყო მობიდან ეპისკოპოსი“ („მოამბე“ 1901 წ. № III, გვ. 1–15)[12]
^თავფეჩაღ მეორიდან ამ პეტრემდე კათოლიკოზები ცოლოსანნი ყოფილან.
^საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლოებით 1210-1220 წლებში. 1218 წელს მისივე შედგენილი ანისის ხუცესთა სარგოს განწესების წიგნი და თვით ანისის ქართველ მართლმადიდებელთა ეკლესიის წარწერა გვამცნობს, რომ ეპიფანემ პირადად მოიარა და აკურთხა ანისის ეკლესიები. მოაწესრიგა ანელ სასულიერო პირების და ანისის მართლმადიდებელ მრევლს შორის დაწყებული დავა, რომელიც წარმოიშვა საეკლესიო საიდუმლოებათა (ნათლისღება, ჯვრისწერა) აღსრულებისათვის დაწესებული გადიდებული გადასახადის გამო. პატრიარქმა დაგმო ანელ ხუცესთა საქციელი და შეამცირა გადასახდელის ოდენობა. ახალი ნიხრი რომ მტკიცედ დაეცვათ, მან ანისის მართლმადიდებელი ეკლესიის კედელზე სათანადო ბრძანება ამოაკვეთინა (იხ. ანისის ქართული წარწერა 1218). მასვე დაუკვეთია და სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს ძვირფასი ქვებით შემკული სახარება, რომლის ყდაზეც გამოხატულია თვით პატრიარქი ეპიფანე. თანმხლებ წარწერაზე კი მოხსენიებულია მისი ღვაწლი.[13]
^ქრისტეფორე I-დან (1616 წ.) სია დაზუსტებულია ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში უკანასკნელ ხანს გამოვლინებული მასალების მიხედვით.
^ევსტათი, კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც მოიხსენიება ნიკორწმინდის ხელნაწერის კათოლიკოსთა სიაში.
^1814 წლის 30 აგვისტოდან მის გამგებლობაში დასავლეთ საქართველოც გადავიდა.
^(საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენასთან დაკავშირებით უფლებამოსილება შეუწყდა).
^აქ მოტანილია შეჯერებული და დაზუსტებული მონაცემები. გარკვეული შეუსაბამობები ქრონოლოგიაში, რომლებიც ადრე გამოქვეყნებულ ჩვენს შრომებშიაც გვხვდება, წყაროებსა და ლიტერატურაში არსებული განსხვავებული ცნობების გამოყენებით იყო განპირობებული.
^დაინიშნა 1857 წლის 7 ოქტომბერს (მანამდე ეპარქიას დროებით არქიმანდრიტი ალექსანდრე ოქროპირიძე მართავდა); 1859 წლის 16 ნოემბერს გერონტი სამეგრელოს ეპისკოპოსად დაამტკიცეს, მაგრამ 1862 წლის 4 მარტამდე აფხაზეთის ეპარქიის მმართველადაც რჩებოდა.
^1861 წლის 21 ნოემბერს დაინიშნა და 1862 წლის 4 მარტს იკურთხა; 1868 წლის ივნისიდან ეპარქიას არ მართავდა, თუმცა თანამდებობაზე 1869 წლის 30 მაისამდე რჩებოდა.
^1868 წლის ივნისიდან ეპარქიის დროებითი მმართველი, 1869 წლის 30 მაისიდან 1886 წლის 28 დეკემბრამდე — მმართველი; თანამდებობაზე ფაქტობრივად 1887 წ. 15 თებერვლამდე რჩებოდა.
^დაინიშნა 1886 წ. 29 ნოემბერს, იკურთხა იმავე წლის 28 დეკემბერს; 1889 წლის 31 მარტს ახალ ათონში გარდაიცვალა, დაკრძალულია იქვე.
^დაინიშნა 1889 წლის 24 მაისს; 1891 წლის 12 თებერვალს გარდაიცვალა, დაკრძალულია სოხუმის საკათედრო ტაძარში.
^1919 წლის 11 სექტემბრიდან ეპარქიის დროებითი მმართველი; 1919 წლის 7 ოქტომბრის საეკლესიო კრებამ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტად აირჩია, რაც სრულიად საქართველოს საკოთოლიკოსო საბჭომ იმავე წლის 28 ოქტომბერს დაამტკიცა. თანამდებობა 1921 წლის 14 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კურთხევასთან დაკავშირებით დატოვა.
სქოლიო
^პანტოკრატორი Etym. ბერძ.pan „ყველაფერი“ + ნაწარმოები ფორმა სიტყვისა krátos „ძალაუფლება“; აღნიშნავს „ყოვლისშემძლეს“ It. Pantocratore.[4]
^ტიბურიუმი Etym. შუა საუკ. ლათ. tiburium, შესაძლოა სიტყვა წარმოიქმნა ტერმინის ciborium, „სანაწილე“, ანალოგიით It. Tiburio მრგვალი ან მრავალკუთხა ფორმის გარეგანი არქიტექტურული სტრუქტურა, რომელიც ეკლესიის გუმბათს აგვირგვინებს.[9]
^არქიეპისკოპოსი Gk. archiepiskopos მღვდელმთავარი, ხარისხით ეპისკოპოსზე მაღალი და მიტროპოლიტზე დაბალი; მთავარეპისკოპოსი.[16]
^ალმა-მატერი L. alma mater „მაწოვარი დედა“ ასე უწოდებდნენ სტუდენტები და კურსდამთავრებულები უნივერსიტეტს (რომელიც აძლევს ადამიანს სულიერ საზრდოს).[18]
^ვახუშტი „საქართველოს ისტორია“, გამოცემა გ. დ. ქართველიშვილისა. განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი ძველი საქართველოს საზოგადო ქარტიით. ტფილისი, 1885. გვ. 44, 45. მეფე ადერკი (2 ქრ. წინ და 55 წ. ქრ. შემდეგ.)
^„მოქცევაჲ ქართლისაჲ“ ახლადაღმოჩენილი სინური რედაქციები. დაიბეჭდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით. თბილისი, 2007. ISBN 978-99940-69-18-7. გვ. 16. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
^ტიბურიუმი. ქრისტიანობის ლექსიკონი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
^მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე „საქართველოს მეფეთა ისტორია ფარნავაზიდან სოლომონ II-ის ჩათვლით“. ყველა მეფის ისტორია ერთ წიგნში. გამომცემლობა „გუმბათი“. თბილისი, 2015. გვ. 28.